ახალი ამბები
"პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით, იანვარი ყველაზე რთული პერიოდი იქნება" - ივანე ჩხაიძე
იანვარი საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი იქნება - მსგავს პროგნოზს "პირველებთან" იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ივანე ჩხაიძე აკეთებს. მისი თქმით, გრიპის ვირუსს სხვადასხვა გართულებების დიდი რისკი აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში.

"ნოემბრის ბოლო და დეკემბრის მეორე ნახევარი გაორმაგებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის შემთხვევების რაოდენობა, რაც აისახა კიდეც პაციენტების რაოდენობის ზრდაში, მომართვიანობის ზრდაში. სავარაუდოდ, შემდეგ პერიოდშიც მომართვიანობის მაღალი მაჩვენებელი იქნება, ვფიქრობთ, რომ იანვარი იქნება საქართველოში პედიატრიული ავადობის თვალსაზრისით ყველაზე რთული პერიოდი. ყველაზე მეტი რისკი სხვადასხვა გართულებების გრიპის ვირუსს აქვს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში. რისკში ვგულისხმობთ პირველ რიგში ფილტვების ანთებას" - თქვა ჩხაიძემ.
Print