ჯანდაცვა
ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც ომიკრონითაა გამოწვეული — გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ინფიცირების აღმავალი ტალღა იწყება, რაც კორონავირუსის ახალი შტამით, ომიკრონითაა გამოწვეული. გამყრელიძე ფიქრობს, რომ ამისთვის ჯანდაცვის სისტემა მზადაა და როგორც ჰოსპიტალური, ასევე, ლაბორატორიული სექტორი ახალ შემოტევას გაუმკლავდება.

"დღევანდელი მდგომარეობით, ბოლო 24 საათით, ეპიდსიტუაცია წინა კვირასთან მიმართებაში, შესაბამის დღეებთან მიმართებაში უფრო და უფრო, თანდათანობით იძაბება, ასე ვთქვათ და რთულდება. თუ ჩვენ ნოემბრის შუა რიცხვებიდან გვქონდა ე.წ დაღმავალი ტალღა ყოველდღიური ახალი შემთხვევებისა და ეს სტაბილურად, რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ბოლო ერთი კვირაა უკვე აღინიშნება ყოველდღიური შემთხვევების მატება და შესაბამისად, ეპიდსიტუაციისთვის დამახასიათებელი სხვა ინდიკატორების, როგორიც არის, დადებითობის მაჩვენებელი, მისი ზრდა",
— განაცხადა მან.

გამყრელიძის შეფასებით, ინფიცირების შემთხვევათა ზრდა დინამიურია. მისი თქმით, დღეს საქართველოში ომიკრონის 159 ლაბორატიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ჩატარებული კვლევებით ამ მაჩვენებელს ახალი შტამით ინფიცირების 94 ახალი შემთხვევა დაემატა.

გამყრელიძის ცნობით, მათგან 17% რეინფიცირებულია ხოლო ინფიცირებულთა 67% სრულად ვაქცინირებულია. ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ 8 კოვიდინფიცირებული ბუსტერიზებული იყო.

გამყრელიძე აქვე აღნიშნავს, რომ ვირუსი ვაქცინირებულების შემთხვევაში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ხოლო ბუსტერიზაცია ომიკრონთან ბრძოლის ერთადერთი ძირითადი რეკომენდაციიაა. ის მოსახლეობას მოუწოდებს, რომ ძველით ახალი წლის პერიოდში "მაქსიმალურად მოკრძალებულები" იყვნენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.