ჯანდაცვა
დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 10 პაციენტი განიკურნა
სულ საქართველოში კორონა ვირუსისგან უკვე 149 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე სტაციონარში მკურნალობას 330 პაციენტი აგრძელებს. 485 -შემთხვევიდან 6 ლეტალური შედეგით დასრულდა.
პირველად ვირუსი საქართველოში 8 კვირის წინ, 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყანა საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.
ხვალიდან, 27 თებერვლიდან ქვეყანაში ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი იწყება.

Print