ბორჯომში დღის ცენტრის ბენეფიციარებს საჩუქრები გადაეცათ
"საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" წარმომადგენლები დღეს ბორჯომში შშმ პირებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ. საერთაშორისო ასოციაციის წარმომადგენლებმა დღის ცენტრს რამდენიმე ეტლი და ტანსაცმელი გადასცეს. დღის ცენტრი ბორჯომში 1 წელია ფუნქციონირებს და მას 32 ბენეფიციარი ჰყავს.
Print