ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და არსებული გამოწვევები
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრას ამჯერად ბორჯომში მართავს. განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვა და არსებული გამოწვევები.  ასევე, გაიმართა დისკუსია, რომლის ფარგლებშიც აპარატის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს არსებული პრაქტიკა. ტრენინგი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა რეგიონის წარმომადგენლებისთვის ტარდება. შეხვედრები რეგიონებში ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის UNDP მხარდაჭერით იმართება.
Print