საჯარო მოხელეებს საარჩევნო თემაზე ტრენინგები უტარდებათ
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო თემატიკაზე, ცესკოს და სწავლების ცენტრის მიერ ტრენინგები ტარდება. ისინი საკანონმდებლო რეგულაციებს და ამ მიმართულებით საარჩევნო ადმინისტრაციის გამოცდილებას გაეცნენ. საერთო ჯამში, სხვადასხვა რეგიონის 200-მდე მონაწილისთვის ტრენინგები 24 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით იმართება.
Print