ა.ო სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა
ბალანთის საჯარო სკოლაში ტრენინგი ჩაატარეს.ტრენინგის თემატიკა:
გენდერული როლები და ნორმები იყო.
თეორიული მასალის პარალელურად,შესრულდა სახალისო გუნდური
სავარჯიშოები.ტრენინგის დასრულების შემდეგ დისკუსია გაიმართა.
ტრენინგი პროექტის ფარგლებში ჩატარდა, რომლის სახელწოდებაა
„თანატოლგანმანათლებლები-თანატოლთა უფლებებისათვის“, პროექტს
ორგანიზაცია სამცხე-ჯავახეთის მედია-ცენტრი ამერიკის საელჩოსა და PH
International – ის მხარდაჭერით ახორციელებს.