ბორჯომში ინტელექტუალური თამაშის გაზაფხულის სეზონი დაიწყო
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 20 გუნდი დღეს ერთმანეთს გამარჯვებისთვის შეეჯიბრა. საუკეთესო შედეგის მქონე 10 გუნდი შემდეგ ეტაპზე გადავიდა. გამარჯვებული თვის ბოლოს გამოვლინდება.

გამარჯვებულ გუნდს, მოაზროვნე გუნდის ტიტული მიენიჭება და გარდამავალი ბუს ქანდაკების მფლობელი გახდება.

ინტელექტუალური თამაში "რა, სად, როდის", ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის, საბიბლიოთეკო გაერთიანებისა და ინტელექტ კლუბის მიერ რამდენიმე წელია ტარდება.
Print