"გაიცანი მეზობელი" - ბორჯომში პირველი ბანაკი დასრულდა
"გაიცანი მეზობელი" - ასე ჰქვია პროექტს, რომლის ფარგლებშიც შემოქმედებითი ბანაკი ბორჯომში დასრულდა. საქართველოდან და სომხეთიდან კონკურსის წესით შერჩეული 24 ახალგაზრდა 6 დღის განმავლობაში, დოკუმენტური ფილმების სცენარების წერას, გადაღებას და მონტაჟს სწავლობდა.

პროექტის შემდგომი ეტაპი ტრენინგებით სომხეთის ქალაქ გიუმრიში გაგრძელდება, საქართველოდან 12 ახალგაზრდა მეზობელ ქვეყანას სავარაუდოდ ერთ თვეში ესტუმრება. ტრენინგების დასრულების შემდეგ, საქართველოსა და სომხეთის კულტურაზე, ტრადიციებზე, ახალგაზრდები 12 დოკუმენტურ ფილმს მოამზადებენ.

პროექტს, საქართველოში - "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი", სომხეთში კი "ქალაქის კვლევითი ცენტრი", აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის დაფინანსებით ახორციელებენ.
Print