ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობა ექნებათ
ზოგადი განათლების არმქონე პირებს პროფესიულ განათლებასთან ერთად ატესტატის მიღების შესაძლებლობაც ექნებათ - ამის შესახებ განათლების და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის პარტნიორობის განვითარების სამმართველოს უფროსმა, მარიკა ზაქარეიშვილმა  განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აღნიშნულ შესაძლებლობას "პროფესიული განათლების შესახებ" კანონპროექტი იძლევა.

"დაკვირვებამ გვაჩვენა, რომ არიან ბავშვები, რომლებმაც დაამთავრეს 9 კლასი და მოვიდნენ პროფესიულ განათლებაში იმისთვის, რომ ზედა საფეხურზე გადასულიყვნენ, საჭირო იყო ზოგადი განათლების ატესტატი. ან თუ მათ სურდათ ეროვნული გამოცდების ჩაბარება, ამისთვისაც ზოგადი განათლების ატესტატი იყო საჭირო. უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ სკოლაში, აეღოთ ატესტატი და შემდეგ ჩაებარებინათ ეროვნული გამოცდები. ეს იყო ჩიხი და არასწორი. ახლა კანონით იქნება შესაძლებლობა, რომ ადამიანებს, რომლებსაც უნდათ, რომ ზოგადი განათლების ატესტატი აიღონ, ამის საშუალება პროფესიული განათლების მიღებასთან ერთად შეეძლებათ. პროფესიული განათლებისთვის საკმარისია 9 კლასის ატესტატი, მაგრამ მე-4 საფეხურზე გადასასვლელად საჭირო იქნება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სწავლის შედეგები მე-10, მე-12 კლასებში ქართულ ენაში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. ეს იქნება ცალკე პროგრამა, სადაც სწავლის შედეგები შერეულია პროფესიულ კონტექსტთან. თუ პირი სწავლობს დურგლობის მიმართულებით, ის "შუშანიკის წამებას" კი არ ისწავლის, განივითარებს სხვა პროგრამით იმ უნარებს, რაც ქართულის სწავლებით არის შესაძლებელი. კონტექსტი შეიძლება იყოს ტექსტების დამუშავება, პროფესიულ განათლებასთან დაკავშირებული. ის მაინცდამაინც მასალას არ ეყრდნობა, რაც კლასიკურად სკოლაშია, მაგრამ იგივე სასწავლო შედეგზე გადის. ასევე ხდება დანარჩენ საგნებშიც" - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

მისივე თქმით, ატესტატის მისაღებად საჭირო იქნება გამოცდის ჩაბარება, თუმცა, არა CAT-ის გამოცდის.

"რადგან ატესტატის აღებისთვის სკოლაში არსებობს CAT-ის გამოცდა, აქაც ექნებათ ჩასაბარებელი გარკვეული ტიპის გამოცდა იმისთვის, რომ მიიღონ ატესტატი, მაგრამ ეს არ იქნება ჩAთ. თუ როგორი ტიპის იქნება ეს გამოცდა ახლა ამას ვერავინ გეტყვით იმიტომ, რომ ეს დამუშავებული არ არის. მაგრამ ცალსახად ჩAთ ეს ვერ იქნება, რადგან მათი სწავლის კონტენტი არის განსხვავებული, ვიდრე სკოლის მოსწავლეების. ანუ პირი, რომელიც პროფესიულ განათლების დიპლომთან ერთად ზოგადი განათლების ატესტატსაც იღებს, ორი ტიპის გამოცდას აბარებს. როგორი გამოცდა იქნება და რა ერქმევა გამოცდას, ეს ჯერ განსაზღვრული არ არის. ეს პროგრამა იქნება ცოტა უფრო გახანგრძლივებული, ვიდრე იმ ადამიანებისთვის, ვისაც უკვე დამთავრებული აქვს სკოლა და მხოლოდ დურგლის ხელობის შესასწავლ პროგრამაზე შემოიტანა განაცხადი. საგნისა და პროფესიის ინტეგრირებული პროგრამა ცოტა უფრო ხანგრძლივი იქნება"- განაცხადა ზაქარეიშვილმა.



Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,




რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება
იყო.
13:30 / 15.04.2024




რუსული კანონის განხილვის დროს პარლამენტში ფიზიკური დაპირისპირება იყო.



სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ცნობით, საერთაშორისო დონორი
ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკაში განთავსებულ ინესტიციები
15 მლრდ ევროს შეადგენს.
11:54 / 15.04.2024



სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ცნობით, საერთაშორისო დონორი ინსტიტუტების მიერ საქართველოს ეკონომიკაში განთავსებულ ინესტიციები 15 მლრდ ევროს შეადგენს.
მართლმადიდებლური ეკლესია წელს
აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა:
06:36 / 13.04.2024
მართლმადიდებლური ეკლესია წელს აღდგომას 5 მაისს აღნიშნავს. სააღდგომო დღეებში დასვენებაა:
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
შეცვლილი როლები სპეციალურად საახალწლო გამოშვებისთვის;
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.