წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წაღვერის საჯარო სკოლაში
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის აღინიშვნას შეუერთდა დაბა წაღვერის საჯარო სკოლა. შოთა რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანი" წაიკითხეს როგორც მოსწავლეებმა, ისე პედაგოგებმა. აქტივობის დასასრულს, მოისმინეს პოემის ტექსტზე შექმნილი სიმღერა. ღონისძიების ორგანიზატორი, ამავე სკოლის პედაგოგი - მონიკა ჭანტურია იყო.

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა და მას ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში აღნიშნავენ, ღონისძიებაში მონაწილეთა რაოდენობა 31 მილიონამდე აღწევს.

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე, უკვე მესამედ, 2018 წლის 1 თებერვალს ტარდება, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღის თარიღი საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის პარტნიორმა ორგანიზაცია "Litworld" -მა გამოაცხადა.
Print