"გაიცანი მეზობელი" - ახალგაზრდებისთვის ახალი პროექტი იწყება
ახალი პროექტის პრეზენტაცია, "სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის" ოფისში გაიმართა.

პროექტს, რომელსაც ბორჯომში ,,სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრი" და გიუმრიში "ქალაქის კვლევითი ცენტრი" განახორციელებენ, მისი მიზანი ქართველი და სომეხი ახალგაზრდების დაახლოება, კულტურისა და ტრადიციების გაცნობა და დოკუმენტური ფილმების მომზადებაა.

პროექტის ფარგლებში ორივე ქვეყანაში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 18-დან 28 წლამდე 24 ახალგაზრდა.
დეტალური ინფორმაცია 28 დეკემბრამდე განთავსდება სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის ვებ-გვერდზე: www.mediacentri.ge
Print