ახალციხეში ახლადრეაბილიტირებული სკოლა გაიხსნა
ახალციხეში დღეს, „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული N1 საჯარო სკოლა გაიხსნა. განახლებული საგანმანათლებლო დაწესებულება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და ათასწლეულის გამოწვევის ფონდიs საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ საზეიმოდ გახსნეს. სასწავლო გარემო გაუმჯობესდა 1000 მოსწავლისთვის.
სტუმრებმა ახალციხის სკოლის გახსნის შემდეგ, ახლადრეაბილიტირებული ვალეს საჯარო სკოლაც მოინახულეს.
Print