სავაჭრო შეთანხმება ევროკავშირთან - ტრენინგი ბორჯომში
რას ნიშნავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, როგორ უნდა გაიტანოს რიგითმა ფერმერმა საკუთარი პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე - ამ თემაზე ბორჯომში ტრენინგი მიმდინარეობს. სემინარი, ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებისთვის ხვალ დასრულდება. პროექტს, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
Print