მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროცესის ეტაპობრივი დეცენტრალიზაცია გრძელდება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, დეცენტრალიზაციის პროცესის ფარგლებში, აცხადებს პროფესიული განვითარების პროგრამების შესარჩევ საგრანტო კონკურსს, კონკურსი გულისხმობს პროფესიული განვითარების მრავაფეროვანი და ინოვაციური მიდგომების წახალისებას.
კონკურსი ცხადდება სამი თემატური მიმართულებით:
• სკოლის საერთო კულტურის გაძლიერება;
• სასწავლო და სოციალური პროექტების საშუალებით სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტიანობის ხელშეწყობა;
• სკოლის ბაზაზე საკლუბო და საწრეო საქმიანობის ხელშეწყობა.
სამივე საგრანტო მიმართულებაზე, ცენტრის მიერ განსაზღვრული საერთო ბიუჯეტი შეადგენს 300 000 ლარს.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ განათლების სფეროში მოქმედ, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც გაივლიან რეგისტრაციას ან უკვე რეგისტრირებულნი არიან ცენტრის ელექტრონულ ბაზაში - http://tpdc.ge/maswavlebeli1/sh.php
საგრანტო კონკურსის ფარგლებში, განაცხადები მიიღება 21 ივლისამდე, ხოლო შერჩეული საგრანტო პროექტები უნდა განხორციელდეს 2017 წლის 21 აგვისტოდან 11 დეკემბრამდე.
რეგისტრაციისთვის აუცილებელია, პრეტენდენტმა საგრანტო განაცხადი წარადგინოს როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით. კერძოდ, შეავსოს ელექტრონულ ბაზაში განთავსებული სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს შესაბამისი დოკუმენტაცია, გარდა ამისა, აღნიშნული განაცხადი და დოკუმენტაცია წარმოადგინოს ცენტრში ამობეჭდილი სახით და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით.
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მომსახურების მიწოდების სისტემის დეცენტრალიზაცია საშუალებას მოგვცემს:
• მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების მომსახურებები გახდეს მრავალფეროვანი, ციკლური და ხარისხიან შედეგზე ორიენტირებული;
• მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში ხელი შეეწყოს ინოვაციური და შემოქმედებითი მიდგომების შემუშავებასა და დანერგვას;
• საგრანტო კონკურსების საშუალებით შესაძლებელი გახდეს სხვადასხვა აქტორებს შორის პარტნიორობის სტიმულირება, სკოლების ქსელური მუშაობის ხელშეწყობა, საჭიროებებსა და კონკრეტულ შედეგებზე მეტი ფოკუსირება.
• განთლების სფეროში მოხდეს გარე, დამოუკიდებელი მიმწოდებლების განვითარების სტიმულირება და ექსპერტული ცოდნის დაგროვება.
• ასევე, გაიზარდოს ცენტრის მენეჯმენტის ეფექტიანობა და გაჩნდეს პროფესიული განვითარების მხარდამჭერ ღონისძიებებზე რესურსების მეტად ფოკუსირების შესაძლებლობა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული
სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს
განათლებაში ხარჯავს.
11:56 / 20.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ყველაზე ნაკლებს განათლებაში ხარჯავს.
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების
რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
15:18 / 08.04.2024
სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების რესურსცენტრების უფროსების პოზიციაზე ვაკანსია გამოცხადდა,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო
სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა
გაიმართა.
12:36 / 27.03.2024
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებისთვის ევროკავშირის თემაზე საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის
მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი
კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
12:54 / 26.03.2024
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად
შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
15:52 / 19.03.2024
ქართული ენა მსოფლიოს ყველაზე რთულად შესასწავლ ენებს შორის მოხვდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.