ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში დღეს მიკროეკონომიკის შესახებ ლექცია ჩატარდა
ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში დღეს მოსწავლეებს ეკონომიკის საფუძვლებზე ესაუბრნენ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი და ამავე უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მიკროეკონომიკის კათედრის ხელმძღვანელი ეთერ ხარაიშვილი.ლექციაზე განიხილეს ეკონომიკის შენადგენელი ნაწილები,სიღრმისეულად იმსჯელეს მაკროეკონომიკასა და მიკროეკონომიკაზე.მოსწავლეები სალექციო პროცესში მაქსიმალურად იყვნენ ჩართული.
Print