ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების მინი კომპანიებმა გაყიდვების მოწმობა მიიღეს
ბორჯომის №3 საჯარო სკოლის მოსწავლეების სამმა გუნდმა სამი მინი კომპანია შექმნა. სამივე მინი კომპანიამ მიიღო გაყიდვების მოწმობა.

2024 წლის მინი კომპანიები ბორჯომიდან:

1. მოსწავლეთა მინი კომპანია ,,8x7 Card Game“. სამაგიდო თამაში ორიენტირებულია მოთამაშეებისთვის ზოგადი განათლების მარტივი და სახალისო გზით მიწოდებაზე. სწავლა თამაშით არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა ინფორმაციის მისაღებად. თამაში “რვაჯერ შვიდი” კი, სწორედ ის თამაშია, რომელიც დაგეხმარებათ გამოსცადოთ სწავლის ეს მეთოდი და შეიმეცნოთ უამრავი ახალი რამ.

გუნდის შემადგენლობაში არიან:

გენერალური მენეჯერი - ლაშა გელაშვილი;
ადმინისტრაციული მენეჯერი - ანამარია გასიშვილი;
ფინანსური მენეჯერი - გიორგი ქსოვრელი;
მარკეტინგის მენეჯერი - ლიკა ხელისუფალი;
პიარ მენეჯერი - ნიკოლოზ გოგია;
დიზაინერი - გიორგი ჯიხაევი;






2. მოსწავლეთა მინი კომპანია ,,Agent -X “ აწარმოებს გასართობ და შემეცნებით ბარათებს, რომელიც დაგეხმარებათ გაატაროთ დრო სასიამოვნოდ ახლობლებთან ერთად. ჩვენი სამაგიდო თამაშის მთავარი მიზანია ამოიცნოთ ადამიანის ფსიქოლოგია და იპოვოთ მთავარი მოთამაშე Agent-X.

გუნდის წევრები:

სალომე ჯიქურაშვილი - გენერალური მენეჯერი;
მარიამ წიქარიშვილი - ადმინისტრაციული მენეჯერი;
მარიამ გრიგალაშვილი - ფინანსისტი;
ლიზი ჭოლაძე - მარკეტინგის მენეჯერი;
ლიზი ფხიკიძე - პიარ მენეჯერი.






3. მოსწავლეთა მინი კომპანია ,,power tech“ აწარმოებს USB ფლეშ დრაივებს,  რომელიც მომხმარებელს დაეხმარება ვიდეო ინსტრუქციის საშუალებით ტექნიკის მარტივად გამართვაში. ასევე,  პროდუქტი საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ თანხა და მიიღოთ გარკვეული ცოდნა.

გუნდის წევრები:

გენერალური მენეჯერი - მიხეილ დევიძე;
მარკეტინგის მენეჯერი - ნიკოლოზ ტალახაძე;
პიარ მენეჯერი - ნია უმფრიანი;
ფინანსური მენეჯერი - ნანუკა კაპანაძე;
ადმინისტრაციული მენეჯერი - ელენე გელაშვილი;
ადამიანური რესურსების მენეჯერი - ნატა ნატბელაძე.
პიარ მენეჯერის დამხმარე-თამარ ბედნოვი.







უკვე 9 წელია ქალაქ ბორჯომის N3 საჯარო სკოლში მეწარმეობის საფუძვლები ისწავლება საშუალო საფეხურზე. ეს არის არჩევითი საგანი და მისი პედაგოგი ნინო კევლიშვილია. ყოველ წელს, მოსწავლეები ქმნიან მინი კომპანიებს და მინი პროდუქციას.
Print