ბორჯომში 58 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 58 წარჩინებულ მოსწავლეს პორტაბელური კომპიუტერები გადაეცა.

წარმატებული მოსწავლეები, ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ზაალიშვილმა, მერის მოადგილემ გიორგი ტაბატაძემ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა იზოლდა ლომიძემ კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დააჯილდოვეს.

პროგრამით „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ის საჯარო სკოლის მოსწავლეები სარგებლობენ, რომელთაც ბოლო სამი სასწავლო წლის საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს და მათი ნიშანი დამრგვალების გარეშე 10 ქულაა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მოსწავლეთა წახალისების პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება და მისი მიზანი მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებაა.
Print