ბორჯომის მუნიციპალიტეტი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს
ბორჯომის მუნიციპალიტეტი 100% - იანი, 70%-იანი და 50 %-იანი სახელმწიფო გრანტის მქონე სტუდენტებს დააჯილდოებს.

ფულად ჯილდოს ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების კურსდამთავრებულები მიიღებენ.

დაინტერესებულმა პირებმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:

  • განცხადება;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ცნობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში რეგისტრაციის შესახებ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან (სამოქალაქო რეესტრი);
  • ცნობა სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესახებ;
  • საბანკო ანგარიშის ნომერი.

(R)

Print