შემეცნებითი ცენტრი "მანტია" ბორჯომში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს
შემეცნებითი ცენტრი "მანტია" ბორჯომში მოსწავლეთა მიღებას აცხადებს, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებითა და მშობელზე მორგებული დროით.

,,მ ა ნ ტ ი ა" ფუნქციონირებს ყოველ დღე შაბათ-კვირის ჩათვლით 09:00 საათიდან 19:00 საათამდე.


შემეცნებით ცენტრში მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ დაუვიწყარი და კოგნიტური აქტივობებით დატვირთული დრო გაატარონ. დროის ლიმიტი მათ სურვილსა და აქტივობების არჩევანზე იქნება დამოკიდებული.






ასაკის მიხედვით სპეციალურად დაიგეგმება მრავალფეროვანი შემეცნებითი აქტივობები - მხატვრული კითხვის დრო, „მანტია“-ს თავისუფალი დრო, (სადაც გამოყენებული იქნება დროის სწორი მართვის მენეჯმენტი), შემოქმედებითი მიმართულებები - ხატვის საათი, ქვიშაზე ხატვა, (ხელნაკეთი ნივთების დამზადება მეორადი მასალისგან). მოსწავლეებისთვის კრიტიკული აზროვნების განვითარება - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური. სურვილის შემთხვევაში აქტივობებში უფროსკლასელებიც ჩართვებიან. მათ შესაძლებლობა ექნებათ უმცროსკლასელებს სკაფოლდინგის მეთოდით მიუდგნენ და დამხმარის ფუნქცია შეითავსონ, განუვითარდეთ მასწავლებლის პროფესიის უნარ-ჩვევები, შესაბამისად, მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია. არაფორმალური განათლება და მისი ხელშეწყობა დღეს მოსწავლის, საზოგადოების წევრების, სოციუმში განათლებასთან ერთად წარმატებით დამკვიდრების საწინდარია.








მოსწავლეების მიღება შესაძლებელი იქნება 6 წლის ასაკიდან. შედგება ჯგუფები და სწავლებისას გამოყენებული იქნება ინდივიდუალური მიდგომები. სიმბოლურად მოხდება თანხის გადახდა უმცროსკლასელი მოსწავლეებისთვის დაგეგმილი აქტივობებისა და დროის მიხედვით. პროექტი არაკომერციულია და მასში შემოსული ყველა რესურსი სრულად ორიენტირებული იქნება და მოხმარდება მოსწავლეებსა და ცენტრის გაძლიერებას.



მსურველები დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით შემდეგ ნომრებზე:

577605984
579117065


ან მიწერეთ ელ. ფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მის: ბორჯომი, ფალიაშვილის ქ.2

გაეცანით ცენტრის აქტივობებს Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე: შემეცნებითი ცენტრი მანტია.





Print