1-ელი ოქტომბრიდან ბორჯომის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება
ბორჯომის საგანმანათლებლო რესურს ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, 1-ელი ოქტომბრიდან ბორჯომის №6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დაიწყება. იგეგმება შენობის სრული განახლება. მიმდინარე სასწავლო წლის განმავლობაში, №6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, №3 საჯარო სკოლაში ჩაუტარდებათ საგაკვეთილო პროცესი. "კვირის ამბების" ეთერში იზოლდა ლომიძემ განაცხადა, რომ მომავალი სასწავლო წლიდან აღნიშნული სკოლის მოსწავლეებიც განახლებულ გარემოში დაიწყებენ სასწავლო პროცესს. მისი განმარტებით, ეტაპობრივად მიმდინარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში სკოლების რეაბილიტაცია.
Print