დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა 24 000-მდე მოსწავლემ მოითხოვა – რეკორდული სტატისტიკა ერთ დღეში
ქვეყანაში სახლიდან განათლების
მიღების მსურველთა ასეთი რეკორდული რიცხვი
კორონავირუსის პანდემიის გამოცხადების შემდეგ არ დაფიქსირებულა –
დისტანციური სწავლების მოთხოვნით, ერთ დღეში, საღამოს 18:00 საათამდე
23 869 მოსწავლე დარეგისტრირდა/
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ინფორმაციით, იმ მოსწავლეთა
რიცხვი, რომელთაც დასწრებული სწავლება მოითხოვეს და ამ სურვილით
დარეგისტრირდნენ მხოლოდ 4 842-ია.
ასეთი მაჩვენებლები ქვეყანაში კორონავირუსის “იმიკრონის” შტამის
რეკორდული გავრცელებით არის გამოწვეული. ინფექციონისტები და ექიმები
ვარაუდობენ, რომ მაჩვენებლები მალე კიდევ უფრო გაიზრდება და დღიურად,
ახალი შტამი 10 000-მდე ადამიანს დაუდასტურდება.
ცნობისთვის, დისტანციური სწავლების მსურველებმა რეგისტრაცია უნდა
გაიარონ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ შექმნილ
ვებგვერდზე – https://online.emis.ge
ონლაინ სწავლებაზე განაცხადის შევსება/რეგისტრაციის გაუქმება
შესაძლებელი იქნება ყოველ ხუთშაბათს 00:00 – 18:00 საათის შუალედში.