ფანჯარა ევროპაში
ჯარიმები გარემოს დაბინძურებაზე და ნარჩენების მართვის ევროპული სტანდარტი
ნარჩენების მართვის კოდექსი გამკაცრებული ჯარიმებით, 2015 წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა. ცვლილების თანახმად ჯარიმების მინიმალური ოდენობა 50 ,მაქსიმალური კი 5000 ლარით განისაზღვრა.ცვლილებების მიზანი გარემოს დაბინძურების ფაქტების შემცირება და მათი პრევენცია იყო.ნარჩენების მართვის კოდექსის აღსრულებას 3 სახელწიფო ინსტიტუტი ახორციელებს,ესენია: ადგილობრივი თვითმმართველობა,შინაგან საქმეთა სამინისტრო და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.კანონის ამოქმედებიდან 3 წლის შემდეგ,ადგილობრივები აცხადებენ,რომ გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენციის მიზნით ჯარიმები უფრო მეტად უნდა გამკაცრდეს.რაც შეეხება კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებელ სტრუქტურებს, მათი განცხადებით კანონი ქმედუნარიანი აღმოჩნდა და მისი საშუალებით ყველა ნორმას,რაც გარემოს დაცვისთვის არის საჭირო თავი ერთ სივრცეში მოეყარა.















„ნარჩენების მართვის კოდექსი" ითვალისწინებს საქართველოში ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომებისა და ევროპული სტანდარტების დანერგვას.
კოდექსი მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების თაობაზე მოლაპარაკებების თვალსაზრისითაც, რადგან მის ერთ-ერთ მთავარ მიზანს გარემოს დაცვა წამოადგენს. სიახლეა ის, რომ 2019 წლიდან დადგინდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება. კოდექსის მიხედვით, მწარმოებელი ვალდებულია, რომ მის მიერ წარმოებული პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების სეპარირებული შეგროვება, ტრანსპორტირება, რეციკლირება, აღდგენა და გარემოსათვის უსაფრთხო განთავსება მოახდინოს.



მასალა მომზადებულია პროექტის "ფანჯარა ევროპაში" ფარგლებში, რომელსაც ტელეკომპანია "ბორჯომი", საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.


Print