ფანჯარა ევროპაში
როგორ გავიტანოთ რძის პროდუქტები ევროპულ ბაზარზე
ჩვენი სიუჟეტი გაგაცნობთ ადამიანს, რომელიც უკვე მეორე წელია მესაქონლეობითაა დაკავებული. 42 წლის ირაკლი ალუდაური ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიბანში მარტო ცხოვრობს და მაწონს და ყველს თავადვე ამზადებს, შემდეგ ამ ყველაფერს ჰყიდის და თვეში დაახლოებით 300 ლარით თავს ირჩენს. მისი შემოსავლის ერთადერთი წყარო სეზონზეა დამოკიდებული. ყველაფრის მარტო კეთება უჭირს, თუმცა უმკლავდება.



რძის ნაწარმისგან სხვადასხვა პროდუქტის მომზადება იცის და ყველაფერს ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა ისიც იცის რომ ევროპულ სტანდარტებს მისი პროდუქტი ამ ეტაპზე ვერ აკმაყოფილებს. ირაკლი ალუდაური ბიზნესის გაფართოებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ ამის შესაძლებლობა ექნება.





ირაკლი ალუდაურის მსგავსად, რა უნდა იცოდეს თითოეულმა ფერმერმა პროდუქტის ევროპულ ბაზარზე გასატანად, რა სტანდარტების დაკმაყოფილებაა საჭირო და რა სარგებელს მოუტანს მათ ევროპული ბაზარი. ვინ და როგორ შეიძლება დაეხმაროს ფერმერებს ფინანსურად, ამ და სხვა კითხვებს პასუხობს ა/ო "მომავლის ფერმერის" თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი.




მასალა მომზადებულია პროექტის "ფანჯარა ევროპაში" ფარგლებში, რომელსაც ტელეკომპანია "ბორჯომი", საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მხარდაჭერით ახორციელებს.
Print