ეკონომიკა
გაზრდილი ბიუჯეტი უცვლელი პრიორიტეტებით
ბორჯომის ბიუჯეტის პროექტით, 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი 18 მილიონ 300 ათასი ლარით განისაზღვრა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე
წელთან შედარებით ბიუჯეტში თანხები დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით გაიზარდა.

ბორჯომის 2018 წლის ბიუჯეტი, გასული წლის დეკემბერში 17 800 000 ლარით დამტკიცდა.




2019 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები


  • ინფრასტრუქტურა

  • კულტურა, რელიგია,ხალგაზრდობა და სპორტი

  • ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

  • განათლება

„მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები შევადგინეთ მოსახლეობის მოთხოვნებზე დაყრდნობით და ბორჯომში არსებული მთავარი პრობლემების გათვალისწინებით“ -ამბობს ბორჯომის მერის მოადგილე ბუბა ბერიძე.


რას ფიქრობს ხალხი?

რაში უნდა დაიხარჯოს ყველაზე მეტი ფინანსები 2019 წელს, ბორჯომის უბნებში ორმოცამდე ადამიანი გამოვკითხეთ.





რაში დაიხარჯება ყველაზე დიდი თანხა ბიუჯეტიდან?


  • ინფრასტრუქტურა 5 850 000 ლარი

  • კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობა, სპორტი 3 706 000 ლარი

  • საბავშვო ბაღები 2 956 000 ლარი

  • მერიის და საკრებულოს ხელფასები 2 077 000 ლარი

  • სოციალური პროგრამები,  ჯანდაცვა 1 599 200 ლარი



„მერიამ ბიუჯეტის პროექტი 15 ნოემბერს გადმოგვიგზავნა, ახლა მიმდინარეობს საკრებულოს კომისიებში პროექტზე მუშაობა და განხილვა, დიდი ალბათობით 22 ნოემბერს მერიას საფინანსო დოკუმენტს შენიშვნებით დავუბრუნებთ, ასევე გვინდა საკრებულოში დავიბაროთ ააიპ-ის ხელმძღვანელები და გავარკვიოთ, რა კონკრეტული საქმიანობისთვის ითხოვენ წარმოდგენილ თანხებს“ -ამბობს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი

ბორჯომის 2019 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი მიმდინარე წლის ბოლოს უნდა დამტკიცდეს, იქამდე კანონმდებლობა პროექტის საზოგადოებისთვის გაცნობას და საჯარო განხილვას ითხოვს.







Print