ახალი ამბები
ახლადრეაბილიტირებული და ჩამორეცხილი კულტურის სახლი ბორჯომში
უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები თუ არასაკმარისი თანხა რეაბილიტაციისთვის. ვინ და როდის გამოასწორებს არსებულ ხარვეზებს.

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის რეაბილიტაციაზე, რომელიც 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარი გამოიყო. ცენტრის სახურავმა, უხვი ნალექი ვერ შეაკავა და წყალი შენობაში ჩამოვიდა. ინდ. მეწარმე ვასილ მჭედლიძე, რომელიც ობიექტის მშენებლობაზე მუშაობდა, ამბობს რომ მხოლოდ თუნუქის შეცვლა უზრუნველყო, დაზიანება კი მოძველებულმა კონსტრუქციამ გამოიწვია.

ბორჯომის მერიის, არქიტექტურისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებაში აცხადებენ, რომ ჰქონდათ გარკვეული შენიშვნები, რის გამოც შესრულებული სამუშაოები არ ჩაიბარეს და თანხაც კომპანიას სრულად არ გადაურიცხეს.

შენობის და მათ შორის სახურავის დიზაინი, დოდო რიბაკოვამ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დაკვეთით დააპროექტა. მისი განცხადებით, იმ თანხით რაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან რეაბილიტაციისთვის იყო განსაზღვრული, ყველაფერი გაკეთდა.


Print