ახალი ამბები
საკრებულოს სხდომა ბორჯომში ხმაურით დაიწყო
საკრებულოს პირველი სხდომა ხმაურით დაიწყო, ოპოზიციური პარტიების დეპუტატებმა სხდომის დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. დღის წესრიგით საკრებულოს კომისიების ფორმირების საკითხი არ იყო გათვალისწინებული.
რატომ არ იყო სხდომაზე ეს საკითხი გათვალისწინებული სხდომის დროებითმა თავმჯდომარემ ანდრო თედიაშვილმა ვერ უპასუხა.
ამ დრომდე მიმდინარეობს განხილვა როგორ გაგრძელდება სხდომა. საბოლოო გადაწყვეტილება შევა თუ არა ცვლილება დღის წესრიგში ვერ მიიღეს.
Print