ახალი ამბები
ლიკანში "რომანოვების რეზიდენციის" რეაბილიტაცია იწყება
"საპარტნიორო ფონდი" ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის - ლიკანის კომპლექსის, ე.წ. "რომანოვების რეზიდენციის" რეაბილიტაციისთვის საჭირო საპროექტო სამუშაოებს იწყებს.

ამ ეტაპზე მოხდება რომანოვების სასახლის, ორანჟერიისა და საკონფერენციო დარბაზის, აგრეთვე, პარკისა და ყოფილი სამთავრობო რეზიდენციის რეაბილიტაციის პროექტირება. ამასთანავე, ჩატარდება სასახლის მუზეომოგრაფიული კვლევა და შეიქმნება მთლიანი კომპლექსის გენერალური გეგმა.

აღნიშნული სამუშაოების შესასრულებლად 771,000 ლარი დაიხარჯება. საპროექტო სამუშაოების ხანგრძლივობაა რვა თვე. პროექტირების დასრულებისთანავე, დაიგეგმება სამშენებლო-სარესტავრაციო სამუშაობის დაწყება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, "ლიკანის პარკს" ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი გასულ კვირას მიენიჭა.
Print