სპორტი
22-28 მაისს ბორჯომი ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს
22–28 მაისს, ბორჯომის ხეობაში, სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარზე გაიმართება ევროპის ჩემპიონატი ჯომარდობაში. ევროპირველობასთან დაკავშირებით 19 მაისს სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ, ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქაცარავამ და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ანზორ სვანიძემ.
ჯომარდობის ევროპის ჩემპიონატი ჩატარდება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით და ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით.
ევროპის ჩამპიონატი ჯომარდობაში იმ 13 სპორტული ღონისძიების რიცხვშია, რომელიც გაერთიანებულია პროექტში Check in Georgia Sport.
აკაკი ლოდია:“ ჯომარდობა არის სპორტის ის სახეობა, რომელიც დაკავშირებულია ტურიზმთან. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სპორტული ტურიზმის განვითარება. ეს პროექტი განხორციელდება Check in Georgia Sport-ის ფარგლებში. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს 45 გუნდის 300-ზე მეტი სპორტსმენი. მინდა წარმატება ვუსურვო ჩვენს სპორტსმენებს“.
ევროპის ჩემპიონატის პირდაპირი ტრანსლირება მოხდება ინტერნეტით საქართველოს ჯომარდობის ფედერაციის youtube.com ის არხზე, ასევე ინტერნეტ ტელევიზია Gogatv-ის მეშვეობით.
ევროპირველობა ჩატარდება 6 კაციანი ნავებით – რაფტებით 4 ასაკობრივ კატეგორიაში ქალებსა და მამაკაცებში. კატეგორიები – 19-წლამდე, 23-წლამდე, ღია ანუ პროფესიონალები და მასტერსი ანუ ვეტერანები. ჩემპიონატი ტარდება მსოფლიო ფედერაციის ოფიციალური წესების და კრიტერიუმების დაცვით 4 დისციპლინაში – სწრაფდაშვება (სპრინტი), პირისპირ დაშვება (ჰედთუჰედ), სლალომი, დაშვება გრძელ მონაკვეთზე (დაუნრივერი). სამსაჯო კოლეგია სრულად დაკოპლექტებულია მსოფლიო ფედერაციის წარომადგენლებით. ასევე წყალზე უსაფრთხოების უზრუნველოფას მოახდენს პროფესიონალ კაიაკერთა და უსაფრთხოების სპეციალისტთა ჯგუფი. ევროპის ჩემპიონატს სტუმრად ეწვევა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ჯო ვილის ჯონსი. შეჯიბრისას იგი პირდად უხელმძღვანელებს უსაფრთხოების ჯგუფის მუშაობას.
გუნდები საშეჯიბრო მონაკვეთზე გეგმიურ ვარჯიშებს 22 მაისს დაიწყებენ.
ღონისძების ოფიციალური გახსნა დაგეგმილია 23 მაისს 20:00 საათზე ბორჯომში სილამაზის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
09:20 / 04.05.2024
ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.
ბუდუ, ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე,
ჯაბა კანკავა, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი აბურჯანია, თორნიკე
ოქრიაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი -
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიმდინარე მოვლენებს
ეხმაურებიან.
09:40 / 02.05.2024
ბუდუ, ზივზივაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ჯაბა კანკავა, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი აბურჯანია, თორნიკე ოქრიაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქვილითაია, ბუბა დაუშვილი - საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
12:11 / 29.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის
მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო.
მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის
საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური
დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.
12:49 / 26.04.2024
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ თებერვალში გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, მაშინ შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 16.6 მლნ ლარი იყო. მაშინ ტენდერში წინადადებები სამმა კომპანიამ წარადგინა, თუმცა ის საბოლოოდ უშედეგოდ დასრულდა - სამივე კომპანია ტენდერიდან ტექნიკური დოკუმენტაციის გამო დისკვალიფიკაცირდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.