Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [8]: Error occurs when save image "/home/borjomi/public_html/pictures/9". __LINE__
ეკონომიკა
საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის
კანონპროექტთა პაკეტს, რომელიც საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში ცვლილებებს ითვალისწინებს, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე განიხილავს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის ეკონომიკური რეფორმების ნაწილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ცვლილებებზე ეკონომიკურმა გუნდმა იმუშავა - უპირველეს ყოველისა, ფინანსთა სამინისტრომ, თუმცა, ჯერ კიდევ ბიზნესომბუდსმენობის დროს საკმაოდ მოცულობითი სამუშაო შეასრულა გიორგი გახარიამ.
„პაკეტის თანახმად, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასაკისრებლად დადგენილი თანხის ოდენობა 50 000-დან 100 000 ლარამდე იზრდება. ასევე, უქმდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ისეთი ქმედებებისთვის, რომლებიც თავისი შინაარსით საგადასახადო სამართალდარღვევას წარმოადგენს - მაგალითად, სასაქონლო ზედნადებთან და არააქციზური საქონლის მარკირებასთან დაკავშირებული დარღვევები და ა.შ. ასევე, პაკეტში შედის ისეთი მნიშვნელოვანი სტიმულები ცალკეული დარგებისთვის, როგორიცაა, მაგალითად შიდა ავიაციის სტიმულირება. ამისთვის ჩვენ დღგ-სადა აქციზისგან ვათავისუფლებთ საავიაციო საწვავის იმ ნაწილს, რომელიც შიდა ავიაციისთვის იქნება განკუთვნილი ბორტზე მისაწოდებლად, ასევე - სხვადასხვა საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვასთან დაკავშირებული მომსახურებების გაწევას“, - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, ცვლილება მიზნად ისახავს ტურიზმის ხელშეწყობას, ვინაიდან შიდა ავიაცია ძირითადად სუბსიდირებადი დარგია და ამ მიმართულებით საჭიროა განსაკუთრებული სტიმულები, რათა შიდა მიმოსვლა მაქსიმალურად გამარტივდეს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სპეციალური წამახალისებელი ზომები იქნება მიღებული იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც მიკროელექტროსადგურები აქვთ.
„ჩვენ გვინდა, მწვანე ენერგია მაქსიმალურად წავახალისოთ და მოქალაქეების მიერ მიკროელექტროსადგურების საშუალებით გამომუშავებული ელექტროენერგიის ჭარბი რაოდენობა გაიყიდოს ისე, რომ გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი არ დაიბეგროს. მოგეხსენებათ, ზოგიერთ ქვეყანაში დღეს ძალიან გავრცელებულია მზის ელექტროსადგურის სასახურავე პანელები და ამ პანელების წახალისება გვინდა. ამ მიმართულებით, გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროები კოორდინირებულად მუშაობენ. ჩვენ გვსურს, არამარტო ეს საგადასახადო სტიმული გვქონდეს, არამედ - გარკვეული დაფინანსების მექანიზმებიც, რათა, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, სადაც მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის იერსახის დაცვა, ამ ტიპის მიკროელეტროსადგურების ინოვაცია გამოვიყენოთ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცვლილებები ასევე ეხება სამშენებლო სექტორსაც. კერძოდ, დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები 2 წლით გახანგრძლივდება.
გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, 2017 წლის ბოლომდე 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციის მშენებლობის დასრულება იგეგმება და ეს შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობის განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ყველა ეს ცვლილება შემუშავდა ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ჩართული იყო ცვლილებებზე მუშაობის პროცესში - უპირველეს ყოვლისა, კერძო სექტორის წარმომადგენლებსა და ასოციაციებს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
2024 წლია იანვარ-მარტში
საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა,
ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
12:07 / 19.04.2024
2024 წლია იანვარ-მარტში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი 31.3%-ით შემცირდა, ექსპორტი კი 7.8%-ით გაიზარდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
11:39 / 18.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6699 ლარად ივაჭრება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.