ეკონომიკა
დღეიდან სესხების გალარების პროგრამა დაიწყო

საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება და დაამტკიცა უცხოური სესხების გალარების ერთჯერადი პროგრამა. მისი მოქმედება 2017 წლის 17 იანვარს დაიწყება და 2 თვეს გასტანს.

მთავრობის დადგენილებით, გალარების პროგრამის განხორციელება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ეროვნულ ბანკს დაევალა.

მთავრობის სხდომის შემდეგ, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მედია საშუალებებისთვის კომენტარი გააკეთა.

პირველი ვიცე-პრემიერის, ფინანსთა მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უნდა დაედგინა წესი, რომლის მიხედვითაც მოხდებოდა ერთჯერადი გალარების სუბსიდირება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე კრიტერიუმზე, რომლის მიხედვითაც მთავრობა სესხების გალარების სუბსიდირებას მოახდენს. მათ შორის, აღნიშნული შეეხება ფიზიკურ პირებს, რომელთა წლიური შემოსავალი არ აღემატებოდა 100 ათას ლარს 2015 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ასეთი სესხის სუბსიდირება მოხდება 40,000 აშშ დოლარის ფარგლებში. ამასთან, თუკი სესხი ამ თანხაზე მეტია, მოხდება 40,000 აშშ დოლარის სუბსიდირება, დარჩენილი თანხა მსესხებლის გადაწყვეტილების მიხედვით ან კვლავ სავალუტო სესხად დარჩება ან მოხდება მისი გალარებაც სუბსიდირების გარეშე.

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, სტატისტიკურად ერთჯერადი გალარების სუბსიდია შესაძლებელია დაახლოებით 33 ათას სესხს შეეხოს. რაც შეეხება მსესხებლების რაოდენობას, მისი თქმით, მათი ოდენობა დაზუსტდება მას შემდეგ, რაც გადამოწმდება კონკრეტულ მსესხებლებზე შემოსავლების და მიმართვიანობის რაოდენობა.

"საბოლოო ჯამში, პროგრამის მიზანია ვალუტის რყევების მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულების შემცირება სესხების მომსახურების ნაწილში, რაც, საბოლოო ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ ჩვენს მოსახლეობას აღარ გაეზრდება და შეუმცირდება ყოველთვიური გადასახადი, რასაც ისინი, ვალუტის რყევის შემთხვევაში, სესხის ძირის და პროცენტის მომსახურებაში იხდიდნენ," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით
მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი
ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი
ხანია გამოჩნდა.
10:30 / 30.04.2024
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეების ნაწილმა მზადება უკვე დაიწყო. სააღდგომო სუფრის ძირითადი ატრიბუტები: პასკა, კვერცხი და ჯეჯილი მარკეტებსა და ბაზრებში დიდი ხანია გამოჩნდა.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე
12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
12:11 / 29.04.2024
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 2.6800 ლარად ივაჭრება.
იანვარი-მარტის პერიოდში
ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045
საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით
+44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის
ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
11:00 / 22.04.2024
იანვარი-მარტის პერიოდში ევროკავშირის ქვეყნებიდან და დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში 77,045 საერთაშორისო ვიზიტი შედგა - ზრდა 2019 წლის მონაცემებთან შედარებით +44.4%-ია (+23,677 ვიზიტი),- ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში
ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ
თავშესაფარს,
05:40 / 21.04.2024
თანამედროვე ფინანსურ სამყაროში ოფშორი წარმოადგენს მდიდარი მოქალაქეებისა და კომპანიებისთვის ერთგვარ თავშესაფარს,
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.6711 ლარი გახდა.
16:08 / 19.04.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6711 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.