ახალი ამბები
როგორ მიმდინარეობს ბორჯომის 4 სოფლის გაზიფიცირება და რა მოლოდინებია უგაზოდ დარჩენილ დასახლებებში
უახლოეს მომავალში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 608 ადგილობრივი მოსახლე შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. გაზიფიცირების სამუშაოების ძირითადი ნაწილი შესრულებულია. მიმდინარე პროექტს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ექსპრეს სერვისი 2008“ ახორციელებს. სამშენებლო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 4 მილიონ ლარზე მეტი. როდის ჩაირთვება გაზი ბორჯომის 4 სოფელში და როგორი მოლოდინები აქვთ უგაზოდ დარჩენილ დასახლებებში მოსახლეობას, ნახეთ სიუჟეტში.
Print