ახალი ამბები
ვლადიმერ პუტინი სუვენირებზე, რომლებიც ბორჯომში იყიდება
ვლადიმერ პუტინია გამოსახული იმ სუვენირებზე, რომლებიც ბორჯომის პარკის მიმდებარედ, ცხრა აპრილის ქუჩაზე იყიდება.
ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მომხმარებელი აქვეყნებს.ანა მაცაბერიძე იმ სუვენირების ფოტოებს ავრცელებს, რომელსაც მისი თქმით ბორჯომის პარკის მახლობლად ყიდიან. ასეთი სუვენირების გაყიდვას, გამყიდველები იმით ხსნიან, რომ ბორჯომს ბევრი რუსი ტურისტი სტუმრობს და ეს უბრალო მარკეტინგული გათვლაა.

"ეს სუვენირები ვნახე ბორჯომის პარკის შესასვლელში კვირას. როცა გამოველაპარაკე გამყიდველებს და ვკითხე,ასეთ სუვენირებს რატომ ყიდით,სირცხვილი და ქვეყნის უპატივცემულობაა თქო,იცით რა მიპასუხეს? ასეთ ახალგაზრდა გოგოს ეს საკითხი არ უნდა გაღელვებდეს და არც უნდა ბრაზდებოდეო. რუსი ტურისტები რომ მოდიან,არ უნდა ვასიამოვნოთო? მაშინ საერთოდ რაღას ჩამოდიანო. ერთმა ქალმა მითხრა: შვილო,მე სომეხი ვარ,მაგრამ აზერები ძალიან მიყვარს,ეს მხოლოდ პოლიტიკააო. რუსებზე მეტად საქართველო არავის უყვარსო. როცა ხურვალეთი და ზოგადად,ოკუპაცია ვუხსენე,ერთმანეთს ირონიულად გადახედეს და ჩაილაპარაკეს “ბიჭო,გაიგე ხურვალეთში რა ამბები ყოფილაო?” კიდევ მითხრეს,შენნაირი ახალგაზრდა ამ თემაზე არ უნდა ბრაზდებოდე,ეს ხომ მხოლოდ მარკეტინგული გათვლააო". - წერს ფეისბუკის მომხმარებელი

გავრცელებულ ფოტოზე პუტინი ბორჯომის პარკის ბიუვეტის ფონზეა და სუვენირს აწერია  А Я ВТИХАРЯ ПЬЮ БОРЖОМИ

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
3 მაისი პრესის თავისუფლების
საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
14:31 / 03.05.2024
3 მაისი პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეა. აღნიშნულთან დაკავშირებით
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
14:21 / 03.05.2024
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები
სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურში ადასტურებენ.
11:32 / 03.05.2024
სვანეთში, მდინარე ნაკრაში მაშველები სამ ახალგაზრდას ეძებენ. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.