ახალი ამბები
ფინანსთა მინისტრის მოადგილე ციხისჯვარსა და ანდეზიტში
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დღეს შეხვედრა გაიმართა ბორჯომის ორ სოფელში. ციხისჯვრისა და ანდეზიტის მოსახლეობას ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები შეხვდნენ. სხვა მრავალ პრობლემასთან ერთად გამოიკვეთა მთავარი პრობლემა სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია,რომელიც სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წელს უნდა მოგვარდეს.
ამავე პროგრამის ფარგლებში წყალსადენის ქსელი შეკეთდება თორში, გზა და გარე-განათება დიდი და პატარა მიტარბში.


Print