ახალი ამბები
ბორჯომის გაზრდილი ბიუჯეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე დღეს დეპუტატებმა 12 საკითხი განიხილეს.სხდომა ქონების მართვის სააგენტოს წერილის განხილვით გაიხსნა სადაც , მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე ქონების მართვის სააგენტო ითხოვს ბორჯომში რუსთაველის ქუჩაზე,არსებული გარკვეული ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მოხსნას და ქონების კონფიგურაციის ცვლილებას.საუბარია ცენტრალური საფეხბურთო მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე სადაც მშენებლობა აკრძალულია და რეკრეაციული ზონის ნაწილზე სკვერია განთავსებული.საკრებულომ აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა და ტერიტორია კვლავ სარეკრეაციო ზონის სტატუსით დატოვა.
ცვლილებები შევიდა, ბორჯომის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილში,კერძოდ მთავარი ფინანსური დოკუმენტი 2  616 237 ლარით გაიზარდა.რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს,აქ ბიუჯეტის ზრდამ 4 498 917 ლარი შეადგინა.

საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა, ბორჯომის მუნიციპალიტეტრის ტერიტორიაზე სახელწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასი.



Print