ახალი ამბები
გარიცხეს თუ არა გედევან ფოფხაძე პარტია "ქართული ოცნებიდან"
არაოფიციალური ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან“ რამდენიმე წევრი გარიცხეს.
არსებული ცნობით, გარიცხულთა შორისაა დეპუტატი ოთარ ჩრდილელი. დაუზუსტებელი ცნობით, ჩრდილელის გარდა, გარიცხულებს შორისაა კიდევ რამდენიმე დეპუტატი, რომელმაც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების თაობაზე ბესელიასა და მისი თანამოაზრეების მიერ მომზადებულ კანონპროექტს კენჭისყრაზე მხარი დაუჭირა.

ინფორმაციასთან დაკავშირებით პარტიაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება. აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის შეხვედრა მიმდინარეობს, თუმცა გაკეთდება თუ არა კომენტარები, ამ ეტაპზე უცნობია.

ინფორმაციისთვის, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ავტორები არიან: ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, ოთარ ჩრდილელი, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, დავით ჭიჭინაძე და ლევან კობერიძე, ხოლო კენჭისყრაზე მას უმრავლესობის წევრებიდან მხარდაჭერა გამოუცხადეს - რევაზ არველაძემ, ზაზა პაპუაშვილმა, ბიძინა გეგიძემ, გიორგი მოსიძემ, რუსლან პოღოსიანმა, გია ჟორჟოლიანმა და მირიან წიკლაურმა.

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
Print