ახალი ამბები
ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურს ახალი შენობა ექნება
2019 წელს, ბორჯომში ახალი სახანძრო-სამაშველო დეპო აშენდება. მდებარეობა უცვლელი რჩება. ამ დროისთვის შენობის დემონტაჟი დასრულდა. ახალი შენობა, თანამედროვე სტანდარტებით, კომპიუტერული სისტემებით და სავარჯიშო ინვენტარით აღიჭურვება. განახლდება ავტოპარკიც. ამ ყველაფერზე 900 000 ლარი დაიხარჯება.

ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურმა დროებით მისამართი შეიცვალა. მშენებლობის დასრულებამდე, მეხანძრე-მაშველები, ვაშლოვანის დასახლებაში, სასამართლოს ყოფილ შენობაში არიან განთავსებული. წლის ბოლოს კი ისევ იგივე ტერიტორიას დაუბრუნდებიან.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის თქმით, ახალი სახანძრო-სამაშველო დეპო ბორჯომში ოფიციალურად 2019 წლის ბოლოს გაიხსნება.
Print