ახალი ამბები
სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს გიორგი აბრამაშვილი უხელმძღვანელებს
სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი აბრამაშვილი დაინიშნა , რომელიც 2015 წლიდან დღემდე კერძო სექტორში იყო დასაქმებული. 2015 წლამდე კი ბორჯომ-ბაკურიანის სუს-ის უფროსის პოზიცია ეკავა. გიორგი აბრამაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ილია თავთეთრიშვილი ჩაანაცვლა, რომელიც სამმართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა - ილია თავთეთრიშვილმა თანამდებობა 13 თებერვალს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა უფროსად გიორგი აბრამაშვილი. მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამმართველოში საკადრო ცვლილებები მომავალში არ იგეგმება.
Print