ახალი ამბები
სახელმწიფო ბიზნესს გარანტორად მხოლოდ ლარში გაცემულ სესხებზე დაუდგება
საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში მხოლოდ ლარში გაცემული სესხები ჩაერთვება, სესხის მაქსიმალური ოდენობა კი 2 მილიონი ლარი იქნება - ამის შესახებ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის კონცეფციაშია აღნიშნული.

არსებული კონცეფციის მიხედვით, მცირე და საშუალო ბიზნესს სისტემაში ჩასართავად შემდეგი კრიტერიუმების დაკმაყოფილება მოუწევს:

  • მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულება სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. თუ სესხის აღება ხორციელდება ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ, თითოეული ცალ-ცალკე უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ კრიტერიუმებს.
  • სესხის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 ათას, ხოლო მაქსიმალური 2 მლნ ლარს. ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების (კომპანიების) მიერ სესხის აღების შემთხვევაშიც სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 2 მლნ. ლარი.
  • ახალი საწარმოს გახსნის შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა იყოს დაგეგმილი გარანტიის გაცემიდან არაუგვიანეს 24 თვის განმავლობაში. არსებული საწარმოს შემთხვევაში წარმოების დაწყება უნდა მოხდეს გარანტიის გაცემიდან 12 თვის განმავლობაში. აღნიშნული პერიოდი შედის სესხის ვადიანობაში.
  • გარანტიის მაქსიმალური ვადიანობა არაუმეტეს 7 წელი. გარანტიის ვადიანობა არ შეიძლება აჭარბებდეს სესხის ვადიანობას.
  • სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე.
  • საქმიანობის სახეები: წარმოება და გადამუშავება, ელექტროენერგიის წარმოება, საგანმანათლებლო საქმიანობა, ტრეინინგ ცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, კვლევები და დამუშავებები, სამედიცინო მომსახურება, სასტუმროების სექტორი, კაფე-რესტორნები, (საქმიანობების სახეების ჩამონათვალი განისაზღვრება კლასიფიკატორის შესაბამისად).
როგორც ცნობილია, 1-ელი აპრილიდან საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო ფონდი იქნება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“
საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის
ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
13:56 / 23.04.2024
ბიძინა ივანიშვილის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს ჰპირდება, თუ ის ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გავა.
62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის
მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით
ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს
დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.
10:48 / 23.04.2024

62 წლის ლია წიქარიშვილმა ბორომის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სტაციონარული მომსახურებით ისარგებლა. კარდიოლოგიური საჭიროების მქონე ბორჯომელ პაციენტს დახმარება ჯანმრთელობის გაუარესების გამო დასჭირდა.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
12:46 / 21.04.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
06:53 / 21.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.