ახალი ამბები
საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება
"უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები საგაკვეთილო პროცესში, უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება" - ამის შესახებ განათლების მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მინისტრმა ვრცლად ისაუბრა სკოლაში დაგეგმილ ცვლილებებზე.

„სკოლა არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი მომავალი განათლების და ჩვენი რეფორმის, რომელზეც უნდა იდგეს მომავალი ქართული განათლება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სკოლის რეფორმის ფარგლებში რაზეც ვსაუბრობთ არის ხედვა, რომ უნდა მოხდეს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგივე საგაკვეთილო პროცესში, ანუ გარდა დასწავლით ცოდნით დაგროვების მოდელიდან უნდა გადავიდეთ ისეთი უნარების განვითარებაზე, როგორიც არის კრიტიკული, შემოქმედებითი აზროვნება, თანამშრომლობა, კომუნიკაცია, პასუხისმგებლობა, წიგნიერება , ანუ, ყველა ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ჩვენი მომავალი თაობის წარმატებას. საერთაშორისო პრაქტიკაც იმას საუბრობს, რომ დღევანდელი, თანამედროვე სკოლის მოდელები გარდა დაგროვებითი ცოდნისა, ორიენტირებული უნდა იყოს იმ უნარების განვითარებაზე, რომელიც უკვე ვახსენეთ. ამიტომ, ეს ვფიქრობთ, რომ იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც სკოლებში განხორციელდება. დაიწყება დაწყებითი კლასებიდან და გადავა ზედა საფეხურებზე. ის იქნება ორიენტირებული იმაზე, რომ ბავშვებს რაც შეიძლება მეტი შესაძლებლობა მივცეთ, მეტი ინტერესი გავუჩინოთ ცოდნისადმი და არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ იმ ისტორიულ გამოცდილებაზე, რომელიც მხოლოდ ცოდნის დაგროვებაზე, გამოკითხვაზე და გამოცდის ჩაბარებაზეა ორიენტირებული. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება ისეთი სკოლა, რომელიც ორიენტირებულია ცოდნის დაგროვებასთან ერთად იგივე ანალიტიკური უნარების განვითარებაზე, რადგან ჩვენ გვჭირდება ისეთი თაობა, რომელიც ორიენტირებულია არამარტო დასწავლაზე, არამედ ამ ცოდნის შეძენიდან კონკრეტული, სწორი გადაწყვეტილებების მიღებაზე“- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სამინისტროს შემუშავებული აქვს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს, რომ 2023-2024 წლებში აღნიშნული პროგრამა ყველა სკოლაში შევიდეს.

„ჩვენ ერთ-ერთ სკოლაში, კერძოდ, 150-ე სკოლაში, სწორედ იმ მიდგომით რომელზეც ვსაუბრობთ დავიწყეთ ინტენსიური მუშაობა რეფორმების ჯგუფთან ერთად, რომ დაგვენახა დროში ამ რეფორმის განხორციელება. დავიწყეთ ახალი მიდგომის ინტეგრირება დაწყებით კლასებში და ჩვენ, როგორც ამ გამოცდილებამ დაგვანახა, ეს არის მართლაც ის ნიმუში, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს მომავალ განათლებას. ეს არის მაქსიმალურად საგაკვეთილო პროცესში ჩართული ბავშვები, ტექნოლოგიების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, როცა ბავშვები წიგნების პარალელურად აქტიურად იყენებენ ნეტბუქებს და მთელი საგაკვეთილო პროცესი ორიენტირებულია იმისთვის, რომ ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში, მონახონ პრაქტიკული გადაწყვეტილება და დაგროვებითი ცოდნიდან ორიენტირება გავაკეთოთ ანალიტიკური უნარებისთვის“- განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, შემუშავებულია გეგმა, რომ კიდევ მეტ სკოლაში მოხდეს საპილოტედ ამის დანერგვა.

„ეს გეგმა მოიცავს, რომ 2019 წელს ანალოგიურად, განახლებული პროგრამით შევალთ დაახლოებით 150 სკოლაში - გაზაფხულზე - 50 სკოლაში, შემოდგომაზე - 100 სკოლაში და წლების მიხედვით გაწერილი გვაქვს ეს როგორ უნდა მოხდეს. ვფიქრობთ, რომ შეფასებებით, ანალიზით უნდა მივაღწიოთ, რომ 2023-2024 წლებისთვის ყველა სკოლა განახლებული მიდგომებით დავფაროთ“ - განაცხადა ბატიაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარლამენტს მალე წარედგინება
პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი
სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.
13:05 / 20.04.2024
პარლამენტს მალე წარედგინება პროექტი, რომლის მიღების შედეგად, საჯარო დაწესებულებებს მეტი სტაჟიორის აყვანის შესაძლებლობა ექნება.
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან
დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
10:39 / 20.04.2024
ახალგაზრდები აქციას პარლამენტთან დღეს, 20 აპრილს კვლავ 19:00 საათზე გამართავენ.
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა
ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე
რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ
გაეშურებიან.
08:50 / 20.04.2024
დღეს, 20 აპრილს, ქალთა მოძრაობა ქვეყნის მასშტაბით ქალთა მარშს აწყობს. მარში 17:00 საათზე რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყება და გამომსვლელები პარლამენტისკენ გაეშურებიან.
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის
ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში
სიახლეა.
14:31 / 19.04.2024
ცვლილებებია ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში, 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.