ახალი ამბები
"ახალი ტურისტული ა(ა)იპი ,ფულის საჭრელი მანქანაა" - ბაკურ გელაშვილი
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ახალი ტურისტული ა(ა)იპ-ის შექმნას, ბორჯომში საკრებულოს ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენელი დეპუტატები გამოეხმაურნენ. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი , ტურისტული ნიშნით შექმნილ ა(ა)იპ-ს ფულის საკეთებელ მანქანას უწოდებს, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი კი ამბობს,რომ თუ ა(ა)იპ-მა ვიწროპარტიული ფუნქცია არ შეიძინა და იმ მიზნით გააგრძელა მუშაობა,რა დატვირთვითაც იქმნება, ამ შემთხვევაში მის ფუნქციონირებას მიესალმება.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე შალვა ბერძენიშვილი,იმ სიკეთეებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე საუბრობს,რასაც ა(ა)იპ-ის შექმნა რეგიონში გამოიწვევს.

შეგახსენებთ,რომ „დანიშნულების მართვის ორგანიზაცია“ იქმნება იმისათვის,რომ მან უზრუნველყოფს რეგიონში უნიკალური ტურისტული პროდუქტებისა დაა მომსახურებების შემუშავება,ტურიზმის პოპულარიზება,რეგიონის იმიჯის ხელშეწყობა ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების მოსაზიდად,ასევე  ა(ა)იპ-ის მიზანია ვიზიტორთა დანახარჯებისა და ვიზიტების ხანგრძლივობის გაზრდას ხელი შეუწყოს. ახალ  ა(ა)იპ-ს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტები დააფინანსებენ,  მისი ბიუჯეტი  დაახლოებით 70 000 ლარით განისაზღვრება.




Print