ახალი ამბები
ევროკავშირის ელჩი ბორჯომის ადგილობრივი განვითრების ჯგუფს შეხვდა
დღეს ბორჯომს,ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი ესტუმრა.ელჩმა,ეროვნულ პარკში ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მოხდა ბორჯომის სოფლის განვითარების პროექტის, მისი მიზნების, აქტივობებისა და შედეგების წარდგენა,ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივების მოკლე მიმოხილვა.შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩი ევროკავშირის დაფინანსებით განხორციელებულ ინიციატივებს გაეცნო,კერძოდ დვირში გაემგზავრა,სადაც კვერცხის მწარმოებელი ქარხანა მოინახულა.ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ბაკურიანსაც ესტუმრა,სადაც კარლ ჰარცელი თხილამურების გაქირავების ახალ ჯიხურს ადგილზე გაეცნო.



Print