ახალი ამბები
ხვალ,ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ბორჯომს ესტუმრება

პარასკევს, 1 თებერვალს, ელჩი ბორჯომს ესტუმრება, საიდანაც იგი გაემგზავრება პროექტ „EU4Energy“-ს ფარგლებში უმაღლეს დონეზე გასატარებელი პოლიტიკის შესახებ მოლაპარაკებების გახსნით სესიაზე.

შემდეგ, ელჩი ჰარცელი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს შეხვდება სამცხე-ჯავახეთში, არსებული გამოწვევებისა და პრობლემების გასაცნობად. დღის მეორე ნახევარი დაეთმობა ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგების განხილვას სოფლის განვითარების სფეროში.

 

ორდღიანი ღონისძიება მიზნად ისახავს შესაძლებლობების გაზრდას საქართველოს პარლამენტის წევრებისთვის, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოში ელექტროენერგიის, ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიის ინსტიტუციონალური ჩარჩოს გაუმჯობესებაში.

ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან საკონსულტაციო შეხვედრა საზოგადოებისთვის დახურულია. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართება. ელჩი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები კომენტარებს გააკეთებენ.შეხვედრაზე დამსწრე ორგანიზაციები წარმოადგენენ სამცხე-ჯავახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტს და წარმოადგენენ სხვადასხვა სფეროებს, როგორიცაა ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაცია, უმუშევრობა და გენდერული თანასწორობა.

ელჩი ჰარცელი ბორჯომში ადგილობრივ სამოქმედო ჯგუფს შეხვდება, სამცხე-ჯავახეთში ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებული სოფლის განვითარების ინიციატივების განსახილველად. შემდეგ, ის ეწვევა ამ ორ ინიციატივის ფარგლებში ახლახანს მოდერნიზებულ კვერცხის ქარხანას "ბორჯომის კვერცხი" და თხილამურების გამქირავებელ მაღაზიას ბაკურიანში.

Print