ახალი ამბები
ბორჯომის პარკის განვითარების კონცეფციის შემუშავებაზე შეხვედრა გაიმართა
როგორ შეიძლება განვითარდეს ბორჯომის ცენტრალური ისტორიული პარკი, ამის შესახებ დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი კონცეფციის წარდგენა შეეძლებათ. კონკურსს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია გამოაცხადებს და საპრიზო ფონდი 10 000 ლარი იქნება. აღნიშნული სიახლის შესახებ, ბორჯომში დღეს შეხვედრა გაიმართა. გუბერნიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაინტერესებულ პირებს კონკურსის პირობები გააცნეს.
Print