ახალი ამბები
NDI კვლევა- გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია
კითხვაზე, თქვენი აზრით ზოგადად რამდენად გავრცელებულია საქართველოში კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია,
21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით, ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.

რაც შეეხება კორუფციას ინსტიტუტებში, გამოკითხულთა 13 % ფიქრობს, რომ სამინისტროებში კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 40 % მიიჩნევს, რომ „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 %-ის აზრით, „საერთოდ არ არის კორუფცია“, 33 %-მა კი პასუხზე უარი არ იცის.

ადგილობრივი თვითმმართველობები (საკრებულო, მერია, გამგეობა): გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 39 % - „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 19 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 30 % - „არ ვიცი“.

სასამართლო: 14 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 35 % „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 36 % „არ ვიცი“.

პოლიტიკური პარტიები: გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 34 % - „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % - „არ ვიცი“.

პროკურატურა: 10 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 34 % - „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % - „არ ვიცი“.

პარლამენტი: 12 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % - მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % „არ ვიცი“.

პოლიცია: 9 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % - „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 25 % „საერთოდ არ არის კორუფცია“, 34 % - „არ ვიცი“.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
Print