NDI კვლევა- გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოში კორუფცია გავრცელებულია
კითხვაზე, თქვენი აზრით ზოგადად რამდენად გავრცელებულია საქართველოში
კორუფცია, გამოკითხულთა 30% თვლის, რომ ძალიან გავრცელებულია,
21% ფიქრობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული, ხოლო 34%-ის აზრით,
ქვეყანაში კორუფცია მეტ-ნაკლებადაა გავრცელებული.
რაც შეეხება კორუფციას ინსტიტუტებში, გამოკითხულთა 13 % ფიქრობს, რომ
სამინისტროებში კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 40 % მიიჩნევს, რომ
„მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 %-ის აზრით, „საერთოდ არ არის
კორუფცია“, 33 %-მა კი პასუხზე უარი არ იცის.
ადგილობრივი თვითმმართველობები (საკრებულო, მერია, გამგეობა):
გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 39 % -
„მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 19 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 30
% - „არ ვიცი“.
სასამართლო: 14 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 35 %
„მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 36
% „არ ვიცი“.
პოლიტიკური პარტიები: გამოკითხულთა 12 %-ის აზრით, კორუფცია „ძალიან
გავრცელებულია“, 34 % - „მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 14 % -
„საერთოდ არ არის კორუფცია“, 39 % - „არ ვიცი“.
პროკურატურა: 10 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 34 % -
„მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39
% - „არ ვიცი“.
პარლამენტი: 12 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % -
მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 16 % - „საერთოდ არ არის კორუფცია“, 39
% „არ ვიცი“.
პოლიცია: 9 % - კორუფცია „ძალიან გავრცელებულია“, 32 % -
„მეტ-ნაკლებად გავრცელებულია“, 25 % „საერთოდ არ არის კორუფცია“, 34 %
- „არ ვიცი“.
აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს
მასშტაბით 2,205 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის
საფუძველზე, ქვეყნის ქართულ,სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან
მოსახლეობას შორის ჩატარდა(ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის
ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.