ახალი ამბები
გასაიდუმლოებული მემორანდუმი - რატომ არის ფასიანი აუზი მოსწავლეებისთვის

ბორჯომში ახლადრეაბილიტირებული საცურაო აუზი,მოსწავლეებისთვის უფასო უნდა იყოს,თუმცა ეს ინფორმაცია ცნობილი ადგილობრივებისთვის აუზის გახსნიდან  5 თვის შემდეგ გახდა.

საუბარია,მემორანდუმზე,რომელიც ბორჯომის მუნიციპალიტეტსა და შპს „ოლიმპს“ შორის 2016 წელს გაფორმდა,მემორანდუმის მიხედვით კვირაში 3-ჯერ ბორჯომში მცხოვრებმა მოსწავლეებმა საცურაო აუზით უფასოდ უნდა ისარგებლონ.

საცურაო აუზის მენეჯერი ადასტურებს,რომ აღნიშნული მემორანდუმი ნამდვილად არსებობს,თუმცა მას დეტალებზე საუბარი უჭირს.მემორანდუმის არსებობას ადასტურებს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარეც,რაც შეეხება ბორჯომის მერიას,მათ კომენტარი არ გააკეთეს.

ჯერჯერობით უცნობია როდის ამოქმედდება მემორანდუმში ჩადებული პუნქტი,რაც მოსწავლეევს აუზით უფასო სარგებლობის უფლებას აძლევს. ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საჯარო სკოლის მოსწავლეებს აუზით სარგებლობა დაწესებული საფასურის გადახდის შემდეგ შეუძლიათ.

 


Print