ახალი ამბები
წელს მე-11 კლასში გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება
გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ სასკოლო და ერთიან ეროვნულ გამოცდებში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ცვლილებებამდე ჩაატარეს კვლევა და გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა. ერთ-ერთი პრობლემაა გამოცდების რაოდენობა.

„პირველი გამოწვევა არის ის, რომ გაზრდილია გამოცდების რაოდენობა და, ფაქტობრივად, შედეგზე რაც გვინდა, რომ გვქონდეს, ამ გაზრდილი გამოცდების რაოდენობას ვერ გავყავართ.

გამოცდების ამ რაოდენობის გამო, გამოვლინდა, რომ მთელი სასწავლო პროცესი გადაერთო გამოცდების მომზადებაზე. სკოლის როლი თანდათან დაკნინდა.“ - განაცხადა სოფო გორგოძემ. მხოლოდ მე-12 კლასში 40 მილიონამდეა დანახარჯი.

სოფო გორგოძის თქმით, წელს მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები მე-11 კლასელებისთვის. მე-12 კლასში შენარჩუნდება.

„რაც შეეხება იმ პირებს, ვინც ჩაიჭრა ან ვერ გამოცხადდა გამოცდაზე მე-11 კლასში, მათთვის უზრუნველვყოფთ გამოცდების ჩატარებას.

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმართულებით ცვლილებები არ იგეგმება. მხოლოდ ერთი რეგულაცია იშლება, რაც პოზიტიურად უნდა მიიღონ სტუდენტებმა“ - განაცხადა სოფო გორგოძემ.

2020 წელს მე-12 კლასში მოიხსნება საატესტატო გამოცდები და სკოლა ატესტატს გასცემს სწავლის შედეგების მიხედვით.

  • მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანაში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება ყველა აბიტურიენტისთვის.
  • მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში ან ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
  • უნივერსიტეტებს აქვს უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით)
  • უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისთვის;
  • ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
გარემოს ეროვნული სააგენტოს
ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს
ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების
(PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო
დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და
სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის
განპირობებული.
13:02 / 18.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,   18 აპრილიდან დედაქალაქში და საქართველოს ზოგიერთ რაიონში ატმოსფერულ ჰაერში ფიქსირდება მყარი ნაწილაკების (PM10, PM2.5) შემცველობის მატება, რაც ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდება და სამხრეთიდან, სამხრეთ-დასავლეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებით არის განპირობებული.
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ
კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
20:32 / 17.04.2024
პარლამენტთან აქცია „არა რუსულ კანონს“ მიმდინარეობს - გადაკეტილია საავტომობილო გზა.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების
დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
09:52 / 16.04.2024
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
საქართველოში მოქმედი
კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ
ორგანიზა­ცი­­ის,
14:57 / 15.04.2024
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა მედი­ის, არასამთავრობო სექტორის­ და ყველა იმ პირის თუ ორგანიზა­ცი­­ის,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.