ახალი ამბები
გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან
„ქუჩაში მოძრავი გაუმართავი ავტომობილები, ტექინსპექტირების გავლის მიუხედავად დაჯარიმდებიან და ქულებიც დააკლდებათ“- ეს, ავტომობილების ტექინსპექტირების ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ვაჟა იორდანიშვილმა  განაცხადა.

მისივე თქმით, ინსპექტირება ერთჯერადია და ის ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, მძღოლებისთვის საკუთარი ავტომობილის მონიტორინგი მუდმივად უცილებელია.

„თუ გზაზე გამოვლინდა ისეთი ავტომობილი, რომელსაც გარკვეული აშკარა დაზიანებები შეენიშნება, პატრულის ეკიპაჟს შეუძლია გააჩეროს და გაუმართაობის გამო დააჯარიმოს, მიუხედავად იმისა, ტექნიკური ინსპექტირება დადებითად აქვთ თუ არა გავლილი. ინსპექტირება ავტომობილს წელიწადში ერთხელ უწევს, თუმცა, შესაძლოა, ავტოსატრანსპორტო საშუალება ინსპექტირების გავლის შემდეგ დაზიანდეს და ისე გადაადგილდებოდეს გზაზე. მაგალითად, მაშუქი ფარი არ უნთებდეს; საქარე მინა ჰქონდეს გაბზარული, გამონაბოლქვი იყოს შესამჩნევი და ა.შ. აქედან გამომდინარე, საპატრულო ეკიპაჟს შეუძლია ასეთი ავტომობილი დააჯარიმოს და ქულებიც დააკლოს“-აღნიშნა იორდანიშვილმა.

ამასთან, მან დაჯარიმების მექანიზმზე ისაუბრა და განმარტა თუ როგორ ხდება ჭკვიანი კამერების მიერ ინსპექტირება გაუვლელი ავტომობილის გამოვლენა/დაჯარიმება.

„პატრულის ეკიპაჟის გარდა, ჭკვიანი კამერების მიერაც ხდება ტექინსპექტირება გაუვლელი ავტომობილების დაჯარიმება. არსებობს ელექტრონული ბაზა, სადაც არის მონაცემები ავტომობილების ინსპექტირების ვადებსა და მათ დარღვევასთან დაკავშირებით. შესაბამისად, გადარჩევის შედეგად, ავტომობილი, რომელიც მოხვდება ჭკვიანი კამერის ობიექტივში, გადამოწმდება და ამის მიხედვით გაეგზავნებათ დაჯარიმება. თუმცა, იყო დაახლოებით, 1%, რომელთაც ჯარიმა არასწორად გამოეწერათ. შს სამინისტროში სპეციალური სამსახური მოქმედებს და ასეთი ჯარიმების დროს მძღოლებმა ამ სამსახურს უნდა მიმართონ და ასეთი ჯარიმა გაუუქმდებათ“ - განაცხადა იორდანიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ე.წ ჭკვიანი კამერები ტექდათვალიერების არგავლის გამო ავტომობილებს აჯარიმებენ, პერიოდული ინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა დაახლოებით, 5-ჯერ გაიზარდა და მხოლოდ 4 დღეში 6 654 ჯარიმა გამოიწერა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 14 იანვრიდან ე.წ „ჭკვიანი კამერების“ მიერ ავტომატურ რეჟიმში ხდება იმ ავტომობილების დაჯარიმება, რომლებსაც კანონის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.