ახალი ამბები
შსს-მ ახალ უბანში ქურდობის ფაქტზე 1 პირი დააკავა - იხილეთ ვიდეოკადრები
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბორჯომში ჩადენილი 2 ბინის გაქურდვის ბრალდებით,
1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.გ. დააკავეს. დანაშაული 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტელეკომპანია" ბორჯომმა" სიუჟეტი,ახალ უბანში ბინების გაქურდვის გახშირებულ ფაქტებთან დაკავშირებით 2 დღის წინ მოამზადა.ჩვენ შსს-მ ინფორმაცია მოგვაწოდა,რომ შანიძის ქუჩაზე 2 იანვარს მომხდარ ქურდობის ფაქტზე ბრალდებული უკვე დაკავებული ჰყავდათ.დღეს შსს-მ ვიდეოკადრები გაავრცელა,სადაც ჩანს როგორ დააპატიმრეს პირი,რომელიც ბრალდებულია როგორც შანიძის ქუჩაზე არსებული ბინის,ასევე ხანძთელის ქუჩაზე კიდევ ერთი ბინის გაქურდვის ფაქტზე. ბრალდებული თბილისში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე დააკავეს. პოლიციამ აღნიშნული საცხოვრებელი ბინებიდან მოპარული ოქროს ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
Print